logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: არ შევეგუებით იმას, რომ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია!
- +

9 ივნისი. 2016. 12:41


ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და მოსაზღვრე სოფლებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არ შევეგუებით იმას, რომ დღეს ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია.


 

ჩემთვის პირადად არანაირი გამყოფი ხაზი არ არსებობს. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოში ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და ეს არის სამწუხაროდ, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, რომ ამ ყველაფერს ხელი შევუშალოთ. ამასთან დაკავშირებით უამრავი განცხადებები იქნა გაკეთებული, უამრავი განცხადება კეთდება და უამრავი განცხადებები გაკეთდება სამომავლოდ, რადგან ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ დღეს ჩვენი ტერიტორიები არის ოკუპირებული", ­ განაცხადა კახკალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner