ავტორი ნინო კვაჭანტირაძე
წვიმა მებაღისთვის საჩუქარიაო, მაგრამ დღევანდელი წვიმა ორმაგად საჩუქარი აღმოჩნდა, ვიდრე "გარდენიას" ბუნება რწყავდა, მებაღე ზურა შევარდნაძე დაჯდა და მთელი წლის ნაგროვები ყვავილებით საახალწლო ბარათების "მოკრუჭუნებას" შეუდგა. საღამოს კი მის ფბ- გვერდზე გაჩნდა სტატუსი:
„არც ვიცი სხვა უფრო სასიამოვნო საქმე..
იჯდე თბილ სახელოსნში, გარეთ წვიმს..“
მთელი წლის ნაგროვები, წიგნებში გამშრალი ყვავილებისაგან ამზადებდე მისალოც ბარათებს.. ბევრი მოკეთე და მოყვარე ელოდება საახალწლოდ პატარა ემოციას.. რაღა დარჩა 40 დღეც არა.
ქართველი მებაღის მიხეილ მამულაშვილის ამ ტრადიციასაც დამფასებელი და გამგრძელებელი ჰყავს!!!
ბევრი ოჯახი ისევ მიიღებს ლამაზი, ფერადი ყვავილებით მორთულ 2020 წლის მოსალოცს მებაღე-ზურა შევარდნაძისაგან!