logo_geo
eng_logo
ბექა სივსივაძე: ასე დაგვხვრიტეს მე და გიორგი მამაცაშვილი 2011 წლის 26 მაისს!
- +

22 ნოემბერი. 2019. 00:41

 

ჟურნალისტი ბექა სივსივაძე 2011 წლის მოვლენებს იხსენებს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

„ასე დაგხვრიტეს მე და გიორგი მამაცაშვილი 2011 წლის 26  მაისს! ეს ჩაიდინა სააკაშვილმა და მისმა ნაცხროვამ! „რაღა დროს ცხრა წელია“ კი არა, ამ სექტის მიზანი რევანში და ხელისუფლების ხელში ჩაგდებაა!


დიახ, ძალაუფლების დაბრუნებას მიყოლებული რევანში - სისხლით, დაჭერებით, ქონების ჩამორთმევით, ციხეში ჩაგდებით, პატიმრების წამებით, კაცების გაუპატიურებით და ა.შ.

 

„ორი გვამით“ და „სულის ამოხდით“! „ნულოვანი ტოლერანტობით“ და „ყველანი ციხეში“-თ!

 

 ამ დოქსოპულო ზონდერებს, ერთ ოჯახად ჩამოყალიბებულ დანაშაულებრივ ბანდას სისხლი, კრიმინალი და ცოცხები აერთიანებთ! დიახ, მათი სიმბოლო ცოცხი და ქართველთა სისხლით მორწყული რუსთაველის გამზირია!

 

დღეს ეს ზონდერები, ისევ ერთ ოჯახად გაერთიანებულები, კვლავაც ემზადებიან ახალი 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოსაწყობად!

 

სააკაშვილი და ბოკერია, ბარამიძე და თარგამაძე, მერაბიშვილი და ახალაია არასოდეს შეიცვლებიან!“ - წერს სივსივაძე.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner