logo_geo
eng_logo
კონსტანტინე გამსახურდია: დასავლეთ საქართველოში მაჟორიტარად ვიყრი კენჭს
- +

9 ივნისი. 2016. 12:46


პარტია „თავისუფლების" ლიდერმა   კონსტანტინე გამსახურდიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო ბლოკის შექმნასთან დაკავშირებით ისაუბრა. ირმა ინაშვილის განცხადებით, საარცევნო ბლოკში გაერთიანდა 6 პარტია, „დავით თარხან-მოურავი - პატრიოტთა ალიანსი", კონსტანტინე გამსახურდია პარტია თავისუფლება", კახა კუკავა „თავისუფალი საქართველო", აკაკი ასათიანი „ტრადიციონალისტთა კავშირი", გოჩა ჯოჯუა „ახალი ქრისტიან-დემოკრატები", გია ბერძენიძე „ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“. გამსახურდიას განცხადებით, მთავარი მიზეზი მისი საარჩევნო ბლოკში გაერთიანების არის საარჩევნო გარემო და კონსერვატიული ორიენტაცია. ასევე გამსახურდიამ აღნიშნა, რომ სხვა პოლიტიკური პარტიებისაგან გაერთიანებასთან დაკავშირებით შემოთავაზება არ ყოფილა და მას დასავლეთ საქართველოში მაჟორიტარ დეპუტატად ვიხილავთ.





„კენჭს ვიყრი როგორც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დასავლეთ საქართველოში, კონკრეტულად რომელ ოლქში, ამას მოგვიანებით დავაკონკრეტებ. უკვე ორი წელიწადი სრულდება, რაც ვთანამშრომლობთ ინტერპარტიულ ფორმატში. პირველი თემა, რომლის გარშემოც ჩვენ დავკონტაქტით, იყო წინასაარჩევნო გარემო, კიდევ არის თემები, რომელზეც ჩვენ შეიძლება ვიყოთ იდენტურნი, ზომიერი კონსერვატიული ორიენტაცია, სამართლიანობის აღდგენა და ა.შ. უნდა დასრულდეს საქართველოში ორპარტიული სისტემა. სხვა პარტიებისგან გაერთიანების შემოთავაზებები არ ყოფილა. ამ გაერთიანებით დავამტკიცეთ, რომ ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება შეგვიძლია",- განაცხადა გამსახურდიამ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner