შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მთისძირა არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან დამშრობი არხის 17 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთი იწმინდება. სამუშაოების შედეგად არხის გამტარუნარიანობა გაუმჯობესდება, რაც 6900 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობიდან ჭარბი წყლის მოცილებას გააუმჯობესებს.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 1 527 800 ლარია მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება.
სამელიორაციო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე რეგიონალური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ.