შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად ხულოში, სოფელ მეხალაშვილებში იწვოდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.
შეტყობინების მიღებისთანავე გამოძახებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს საკმაოდ რთული ვითარება დახვდათ - მჭიდროდ დასახლებულ ვიწრო უბანში იწვოდა 6 ხის, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი.
არსებობდა ცეცხლის სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის ჩაქრობა.
ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო სამაშველო ჯგუფი და 35 მეხანძრე-მაშველი. ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მინდინარეობს.
ხულოში იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.