თბილისის მერი დავით ნარმანია ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.
„მნიშვნელოვანია, რომ ჰესი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არ შენდება. ის განცხადებები, რაც გაკეთდა „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მხრიდან, იყო მორიგი სიცრუის ტირაჟირება, ისევე, როგორც არაერთხელ აქამდე გაუკეთებიათ მათ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესი არ შენდება. რაც შეეხება მის გარეთ, საკმაოდ მოშორებულ ტერიტორიაზე პატარა ჰესის მშენებლობას, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ჩვენთან ჯერ პროექტის განხორციელებაზე მშენებლობის ნებართვა არ ყოფილა გაცემული, თუმცა დადგენილი წესით, ის იქნება განხილული", - განაცხადა დავით ნარმანიამ.