22 ნოემბერს, ქალაქ მცხეთაში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს, ამავე პარტიის წარმომადგენლებსა და პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე 2 პირი დააკავეს. პარტია „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახურის წარმომადგენელი თორნიკე დიასამიძე და ქართული ოცნების მხარდამჭერი ალექსანდრე ფირუზაშვილი სამართალდამცველებმა გამოკითხვის შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლეს. საქმის მასალები შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით სასამართლოს გადაეცემა.