სოციოლოგმა ვალერიან გიორგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ყველაზე მაღალკონკურენტუნარიანი იქნება. მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდიც მძაფრი კონკურენციის პირობებში წარიმართება.
„დღესდღეობით, რა მონაცემებიც გამაჩნია, რეალური გასვლის შანსები ხუთ პოლიტიკურ პარტიას აქვს. კიდევ პოტენციური რესურსი გააჩნია ოთხ პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელთა რეიტინგიც ამჟამად დაბალია, მაგრამ იმ რესურსის გათვალისწინებით, რა რესურსსაც ფლობენ, ვგულისხმობ წევრობას ცესკო-ში, დამკვირვებლებს, დაფინანსებას, უფასო სატელევიზიო სარეკლამო დროს, რაიონულ და რეგიონალურ ორგანიზაციებს, ამ პოლიტიკურ ორგანიზაციებსაც უნდა ჰქონდეთ რეალური შესაძლებლობები, გადალახონ 5%-იანი ბარიერი.
„ქართული ოცნების" რეიტინგი ლამის ორჯერ აღემატება „ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგს.
„ნაციონალური მოძრაობა" კვლავ ინარჩუნებს მეორე პოზიციას. ის ინფორმაცია, რომელსაც ვფლობ, მეტყველებს იმაზე, რომ მესამე პოზიციას იკავებს პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის". ეს არის სამი გამოკვეთილი ძალა", - განაცხადა ვალერიან გორგილაძემ.