logo_geo
eng_logo
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური გახდა
- +

22 ნოემბერი. 2019. 18:51

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო საქმეთა კოლეგიაში დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ცოტა ხნის წინ მიიღო.

 

სააპელაციო სასამართლოში მშვენიერაძის დანიშვნის საკითხს მხარი საბჭოს ათმა წევრმა დაუჭირა.

 

ამ დროისთვის საბჭოში კენჭისყრა იმ მოსამართლეებთან დაკავშირებით მიმდინარეობს, რომლებსაც საერთო სასამართლოების სისტემაში სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობაზე გადასვლა სურთ.

 

კანონით, მათ აქვთ შესაძლებლობა, სასურველი პოზიცია კონკურსს გარეშე დაიკავონ. 60-მდე ვაკანსიაზე საერთო ჯამში 50-ზე მეტმა მოსამართლემ გამოთქვა სურვილი.

 

მოსამართლეებმა გასაუბრება რამდენიმე კვირის წინ გაიარეს, თუმცა კენჭისყრა დღეს მიმდინარეობს. აღნიშნულ კონკურსში, ყველაზე მეტი ვაკანსია და მსურველიც თბილისის საქალაქო სასამართლოშია.

 

ვასილ მშვენიერაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს 2017 წლიდან იკავებს.

 

ის სააპელაციო სასამართლოში საქმიანობას, სავარაუდოდ, 2 დეკემბრიდან შეუდგება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner