logo_geo
eng_logo
პროკურატურაში ადასტურებენ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი წარედგინა
- +

23 ნოემბერი. 2019. 20:12

 

გენერალურ პროკურატურაში ადასტურებენ, რომ დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს ირაკლი წერეთელს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი წარედგინა.

 

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, წერეთელი დაკავებული არ არის და ჯერ უცნობია, მიმართავს თუ არა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურა.

 

წერეთელს ბრალი იმავე მუხლით წარედგინა, რომლითაც რამდენიმე დღის წინ ბრალდებულად ცნეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი.

 

კერძოდ, საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლზე, რაც, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

 

საქმეზე ახალი ბრალდებულის შესახებ დღეს  ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ განაცხადა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner