logo_geo
eng_logo
მაკა რაზმაძე მერაბ მეტრეველს: ძალიან დიდი შეცდომა იქნება თქვენი პოლიტიკაში ყოფნა
- +

9 ივნისი. 2016. 13:15

 

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე და პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის" წევრი მერაბ მეტრეველი

გადაცემა „პრიორიტეტში" მომხდარი გაუგებრობის შემდეგ ერთმანეთს სოციალურ

ქსელში დაუპირისპირდნენ.


გთავაზობთ მათ საჯარო კომენტარებს:


მერაბ მეტრეველი: ჯერ ერთი, არა „რუსთავში", არამედ „კავკასიაზე" მეჩქარებოდა და მეორეც ზუსტად ვიცი, რომ „იბერიაში" აწი არასდროს მივალ, რადგან ტყუილებს ვერ ვიტან, გამზარდიასთან კი არსად დავჯდები, რადგან ცინიკოსი დ ა უზრდელი ყოფილა. მაკა


მაკა რაზმაძე: რა უხერხულია,მერაბ, პოლიტიკაში პირველი ნაბიჯი ტელევიზიის ბოიკოტირება. გილოცავთ, კარგი დასაწყისია. ტყუილები და მატყუარები თქვენკენ

მოიკითხეთ. რა „რუსთავი", გარკვევით მიწერია, „კავკასიაზე" მიდიოდა-თქო და ისე კი,

პოლიტიკოსს და ზოგადად ადამიანს იუმორის გრძნობა უხდება. ეს სტატუსი ასეთი პირველი პოლიტიკური ნაბიჯების ანუ ტელევიზიის ბოიკოტის მიზეზი თუ გახდებოდა, ვერ ვიფიქრებდი. დებატების ხელოვნების სწავლა კიდევ დიდხანს მოგიწევთ, როგორც ჩანს.


მერაბ მეტრეველი: ტყუილებს ვერ ვიტან, ნიშნავს, რომ ეთერში რომ მომიწვიეთ, მაშინ მომატყუეთ, როცა არ მითხარით, რომ დებატების ფორმატი იყო და ვისთან იქნებოდა. ეს უნდა მცოდნოდა და ეთერში არ უნდა დამხვედროდა სიურპრიზი. მე ასე არასდროს

ვატყუებდი ჩემს რესპონდენტებს!


მაკა რაზმაძე: არც თქვენ მოუტყუებიხართ არავის. თოქ­შოუ დებატებია და პოლიტიკოსს კი რა „სიურპრიზიც" არ უნდა დახვდეს, ისტერიკა არ უნდა დაემართოს. ხალხის წინაშე ვალდებულება ამას ითვალისწინებს.  ბევრჯერ გაიმეორეთ გუშინ, ჟურნალისტი არ ვარ, პოლიტიკოსი ვარო და პოლიტიკოსს არავისთან არასდროს დებატის არ უნდა ეშინოდეს და მით უმეტეს საჯაროდ ტელევიზიის ბოიკოტს არ უნდა უცხადებდეს მხოლოდ იმიტომ, რომ თოქ­შოუში სტუმრობისას ვიღაც გამოეპასუხა. არ ველოდი ნამდვილად.


მერაბ მეტრეველი: მე თქვენგან არ ველოდი. არსებობს მარტივი წესები, თუ ეს არ გესმის, რა ვქნა? ამას რომ დებატების შიშად აღიქვამთ, ესეც პრობლემაა. არ გამაფრთხილეთ, გავაპროტესტე, თან მეჩქარებოდა და მერე აქ ვიდეოებს ავრცელებთ, დებატებიდან გაიქცაო, ყოჩაღ თქვენ!


მაკა რაზმაძე: ვიდეოს მე არ ვავრცელებ. სააგენტომ დადო და მეც ისევე შემთხვევით ვნახე, როგორც თქვენ. მგონი, ჩემი დამოკიდებულება სტატუსის ტექსტში ჩანს. ახლა კი

ვრწმუნდები, რომ ძალიან დიდი შეცდომა იქნება თქვენი პოლიტიკაში ყოფნა, ასეთი

აგრესიის ადამიანის.


მერაბ მეტრეველი: აგრესია მე არავისთან არ მაქვს, დავწერე, რასაც ვერ ვიტან. ასე არ უნდა მოიქცეთ და რესპონდენტი ასე არ უნდა მოატყუოთ. ტელევიზიასაც ბოიკოტს არ ვუცხადებ, მაგრამ თქვენს გადაცემაში არ მოვალ. სულ ესაა.


მაკა რაზმაძე: მე გელაპარაკეთ თქვენ და რამეს შეგპირდით? საერთოდ ვიცოდი, რომ

მოდიოდით? რა ტყუილებზე ლაპარაკობთ, მართლა რა როლში ხართ? დაწერეთ, მე რა გელაპარაკეთ და რას შეგპირდით? არ მოხვალთ და ნუ მოხვალთ, იმედია, არც პოლიტიკაში

მოხვალთ არასდროს.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner