logo_geo
eng_logo
ბათუმის დელფინარიუმი სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს უფასოდ რეგულარულად უმასპინძლებს
- +

24 ნოემბერი. 2019. 19:48

 

 

დღეიდან აჭარაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსწავლეები ბათუმის დელფინარიუმის შოუს უსასყიდლოდ დაესწრებიან. აღნიშნულ წამოწყებას ექნება რეგულარული ხასიათი და მასში აჭარის სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.

 

აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის დელფინარიუმს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანია სოციალურად დაუცველი მოსწავლეების უსასყიდლოდ დასწრების ორგანიზება დელფინების საგანმანათლებლო შემეცნებით შოუზე.

 

,,განათლების სამინისტროს, ბათუმის მერიის და დელფინარიუმის ადმინისტრაციის ჩართულობით ჩვენ შევიმუშავეთ ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველ პატარებს , სკოლის მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა ნახონ უფასოდ დელფინების შოუ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ ბევრ ოჯახს უჭირს მატერიალურად, ყველა ადამიანს, განსაკუთრებით ბავშვებს ქონდეთ შესაძლებლობა ისარგებლონ ქალაქის ყველა ინფრასტრუქტურით“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

მოსწავლეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დელფინარიუმში მიაცილა და ღონისძიებას მათთან ერთად დაესწრო. ამ წამოწყებაში აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის მოსწავლეები ჩაერთვებიან.

 

დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ე.წ. ოცნების ქალაქში  მცხოვრებმა ბავშვებმა, რომლებიც  ბათუმის 25-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

 

აღნიშნულ ინიციატივას ორგანიზებას უწევს აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია. ბავშვების უსაფრთხო გადაადგილება საპატრულო პოლიციამ უზრუნველყო, ხოლო ტრანსპორტით მომსახურებაზე ბათუმის მერიის სატრანსპორტო სამსახურმა იზრუნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner