რუს ჩოგბურთელს მარია შარაპოვას, პრეპარატ მელდონიუმის მიღების გამო, ორწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და კორტზე გასვლა 2018 წლის 25 იანვრამდე აეკრძალა.
სპორტსმენს ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია ელოდა, მაგრამ საერთაშორისო საჩოგბურთო ფედერაციის გადაწყვეტილება შედარებით „მსუბუქი" აღმოჩნდა.
რუსი ჩოგბურთელი გადაწყვეტილებას სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრებს.
რიოს 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე შარაპოვას ეკატერინა მაკაროვა ჩაანაცვლებს.