პარლამენტარი დიმიტრი ცქიტიშვილის თქით, საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატები სავარაუდოდ ორ ან მეტ ფრაქციას შექმნიან.
"ვფიქრობ, არის რესურსი, რომ ორი ფრაქცია ჩამოყალიბდეს მინიმუმ ორი, შესაძლებელია მეტიც. ვფიქრობ, მთავარი ამ შემთხვევაში არის, რომ რაღაც გარკვეული პრინციპებისა და გარკვეული იდეების ირგვლივ გავერთიანდეთ და არა ტექნიკური ფრაქცია, რომელიც, ვფიქრობ, რომ თავისთავად არ არის სწორი. შემდეგი კვირა გვაჩვენებს, კონკრეტულად, რა გამოიკვეთება, ვის ვისთან სურს უფრო მჭიდრო თანამშრომლობა. თუმცა ვფიქრობ, რომ ზოგადად დამოუკიდებელ დეპუტატებს შორის კოორდინაცია, ალბათ, სასურველი იქნება“, – ამბობს დიმიტრი ცქიტიშვილი.