logo_geo
eng_logo
ადვოკატებს სისხლისსამართლებრივი დაცვის ისეთივე გარანტიები შეიძლება მიეცეთ, როგორიც ამჟამად პროკურორებსა და გამომძიებლებს გააჩნიათ
- +

9 ივნისი. 2016. 13:22


ადვოკატებს სისხლისსამართლებრივი დაცვის ისეთივე გარანტიები შეიძლება მიეცეთ, როგორიც ამჟამად პროკურორებსა და გამომძიებლებს გააჩნიათ. ამ მიმართულებით ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსის" 364-ე და 365-ე მუხლებში ხორციელდება, რომელიც დეპუტატმა ეკა ბესელიამ მოამზადა.



პროექტის მიხედვით, დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით, ადვოკატის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა, ან მისდამი მუქარა, ისევე დასჯადი იქნება, როგორც გამომძიებლისა და პროკურორის საქმიანობაში უკანონო ჩარევის შემთხვევაში ხდება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner