logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: საბოლოოდ დარჩა ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პირად საქმეზე ჩაფრინდა მილანში და მეორე დღეს იყო სამსახურში
- +

25 ნოემბერი. 2019. 00:15

 

„რეალურად, საბოლოოდ დარჩა ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პირად საქმეზე ჩაფრინდა მილანში და მეორე დღეს იყო სამსახურში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ნანა ლეჟავას გადაცემა „კვირის თემაში“ ისაუბრა.

 

როგორც არჩილ თალაკვაძემ „კვირის თემაში“ განაცხადა, ის სამუშაო ადგილას იყო ყოველ დღე და „პოლიტიკურ შატალოს“ ადგილი არ ჰქონია:

 

„გაკეთებული სიუჟეტით რა სურდათ ეთქვათ საზოგადოებისთვის? პარლამენტის თავმჯდომარე გაფრინდა კომოს ტბაზე დასასვენებლად, იქ ისვენებს ბიუჯეტის ფულით, აი, შეხედეთ, არ აინტერესებს სხვა არაფერი - ცხრა ამბიდან რეალურად საბოლოოდ დარჩა ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პირად საქმეზე ჩაფრინდა მილანში და მეორე დღეს იყო სამსახურში.

 

ძალიან აღმაშფოთა, როცა ოჯახური გასვლის გამო პოლიტიკური ვაი-უშველებელი ატეხეს. მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, სამუშაო ადგილას ვიყავი ყოველ დღე და არანაირი „პოლიტიკური შატალო“ ეს არ ყოფილა. მითუმეტეს არ მივიღებ ასეთ კრიტიკას იმათგან, ვინც ბიუჯეტის ხარჯზე სეირნობდა უცხოეთში სამეგობროებით.

 

ჩემი მხრიდან იმ ვიდეოჩართვის გავრცელება, აშკარაა, არ აღმოჩნდა საკმარისი ამ ხელოვნური ისტერიის გასანეიტრალებლად, თუმცა, რეალურად ეს იყო პასუხი იმ მომენტში ფეიკ-ნიუსზე -კომოზე ვისვენებდი თუ პარლამენტში ვიყავი. ჩვენს საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ვწუხვარ შექმნილი უხერხულობისთვის. სინამდვილეში მთელი ეს ფეიკი ააწყვეს იმაზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარე მილანში ჩავიდა მეუღლესთან და შვილთან ერთად და მეორე დღეს იყო სამსახურში“, - განაცადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ თალაკვაძე კომოს ტბაზე იმყოფებოდა. ამ ინფორმაციას თავად თალაკვაძე ვიდეომიმართვით გამოეხმაურა და უკიდურესად მიკერძოებული და პოლიტიზირებული უწოდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner