პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობა, შესაძლოა, დეპუტატმა კახა კუჭავამ დაიკავოს.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ვიცე-სპიკერად სწორედ კახა კუჭავას კანდიდატურა განიხილება.
მეცხრე მოწვევის პარლამენტში კახა კუჭავა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ხელმძღვანელობს.
პარლამენტის სპიკერატში ამჯერად ორი ადგილი არის ვაკანტური, რადგან პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობა თამარ ჩუგოშვილმა, ასევე ვიცე-სპიკერის პოსტი ზვიად ძიძიგურმა დატოვეს.
ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ჩუგოშვილი შესაძლოა, გიორგი ვოლსკიმ შეცვალოს.