logo_geo
eng_logo
ალეკო ელისაშვილსა და დიმიტრი მოსულიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
- +

9 ივნისი. 2016. 13:23


თბილისის საკრებულოში, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი დიმიტრი მოსულიშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი დიმიტრი მოსულიშვილის დღევანდელი ბრიფინგი გახდა, სადაც მან ალეკო ელისაშვილი ცილისწამებაში დაადანაშაულა.


ალეკო ელსიაშვილმა მოსულიშვილს მექრთამე და უღირსი უწოდა.


საზოგადოების მტერი ხარ შენ. არაკაცი ხარ და არამზადა. შენ უნდა იჯდე ციხეში", - მიმართა ელისაშვილმა მოსულიშვილს.



თავის მხრივ მოსულიშვილმა ელისაშვილს პროვოკატორი უწოდა.



მექრთამეც ხარ, უსინდისოც და ნაძირალა. შენ ხარ მტერი ქალაქის და საზოგადოების", - მიმართა მოსულიშვილმა ელისაშვილს.



საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე არ მისულა, რადგან ადგილზე მყოფებმა სიტუაცია განმუხტეს.



ინციდენტის შემდეგ კომენტარი გააკეთა ალეკო ელისაშვილმა.



რეპუტაციის შელახვისთვის შეუძლია მიჩივლოს. ღმერთმა ხელი მოუმართოს. წავიდეს ლევან მურუსიძესთან, შეიტანოს სარჩელი", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.



თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს სასამართლოში უჩივის. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner