logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: ვერაფერი ვერ გავიგე...
- +

9 ივნისი. 2016. 13:24


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიუსელში ვიზიტისას გამოცემა „Euobserver"-თან ვიზა-ლიბერალიზაციაზე ისაუბრა.


ინტერვიუში გიორგი მარგველაშვილი უარყოფს გერმანიის წარმომადგენლის ბრალდებას გერმანიაში ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმრავლის შესახებ და აცხადებს, რომ თვითონ გერმანელების მიერ შედგენილი მონაცემებითაც ჩანს, რომ ქართველები უცხოელ დამნაშავეთა სიაში ბოლოსწინა ადგილზე დგანან.


ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ დაბლოკა გერმანიამ უვიზო რეჟიმი, გიორგი მარგველაშვილი პასუხობს:

 

„ჩვენ ბევრი კითხვა გვაქვს, მაგრამ მათზე მკაფიო და კონკრეტულ პასუხებს ვერ ვიღებთ. გულწრფელად გეტყვით, ვერაფერი გავიგე".

 

პრეზიდენტის თქმით, თუ ევროკავშირის ქვეყნები ვიზების საკითხში თავიანთვე დაპირებას არ შეასრულებენ, მაშინ ასოცირების თაობაზე დადებული შეთანხმებისადმი ნდობა შემცირდება.

 

„ვერ წარმოიდგენთ, როგორი ექო ექნება ევროკავშირის უარს საქართველოსთვის რეგიონის სხვა ქვეყნებში. ისინი ხომ საქართველოს უყურებენ. გასაგებია, თუ როგორ დასკვნას გააკეთებენ ისინი ევროპული პროცესების მიმართ", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner