logo_geo
eng_logo
ენგურის ნაპირზე 45 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს
- +

28 თებერვალი. 2016. 11:48



გვიან ღამით მდინარე ენგურის ნაპირზე 45 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მეთევზეებმა ის მიტოვებულ შენობაში ნახეს, რომელიც საოკუპაციო ზოლთან ახლოს მდებარეობს.


ცხედრის გამოყვანის პროცესს მხოლოდ სამართალდამცველები ესწრებოდნენ. ოჯახს ამ დრომდე არ ჰქონია საშუალება გარდაცვლილი ენახა, რადგან ის პირდაპირ ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.


ახალგაზრდა მამაკაცი აფხაზეთიდან დევნილი იყო და სოფელ ჭკადუაში დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა. როგორც ცნობილია, ის ერთ-ერთ ქარხანაში მუშად მუშაობდა და ოჯახის წევრებისთვის უცნობია, როგორ აღმოჩნდა იმ მიტოვებულ ტერიტორიაზე, სადაც გარდაცვლილის ცხედარი მეთევზეებმა იპოვეს.


მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.



 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner