logo_geo
eng_logo
იაპონიის ხელისუფლებამ ჩინეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადა
- +

9 ივნისი. 2016. 13:46


იაპონიის ხელისუფლებამ ტოკიოში ჩინეთის ელჩს პროტესტი გამოუცხადა სადავო კუნძულებთან ჩინეთის სამხედრო გემის გამოჩენასთან დაკავშირებით. ამის შესახებ „BBC" იუწყება.


იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აკიტაკი საიკიმ ჩინური ხომალდების დაუყოვნებლივ გაყვანა მოითხოვა და განაცხადა, რომ კუნძულები ისტორიულადაც და საერთაშორისო კანონების მიხედვითაც იაპონიის ნაწილია. სენკაკუს სადავო კუნძულები ნავთობის და გაზის დიდი მარაგის სიახლოვეს მდებარეობს. ათწლეულების განმავლობაში ეს ტერიტორია დავისა და დაძაბულობის საბაბია იაპონიასა და ჩინეთს შორის.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner