logo_geo
eng_logo
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კოლხური ღვინის ფესტივალი გაიმართა
- +

25 ნოემბერი. 2019. 22:54

 

25 ნოემბერი, 2019 წელი - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ზუგდიდში, კოლხური ღვინის ფესტივალი “დია“ გაიმართა. ფესტივალზე კოლხური ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო მთელი საქართველოდან. გამოვლინდა და  დაჯილდოვდა  სამი საუკეთესო ღვინო. ფესტივალში მეღვინეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლებმა. მოეწყო სოფლის მეურნეობის სივრცეები და სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ კულინარიულ მასტერკლასებში. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ფერმერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. მოწყობილი იყო ჩაისა და ყველის სივრცეები.

 

საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ათვისებას და მის შემდგომ განვითარებას. ასევე, ბიზნესების წახალისებას, რომლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, პროდუქციის გამოფენა-გაყიდვით მოეხდინათ საკუთარი ნაწარმის პოპულარიზაცია. ფესტივალის მიზანია კოლხური ღვინის ცნობადობის ზრდა და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა. მსგავსი მასშტაბური ღონისძიებები მათ ეხმარება, დაამყარონ ახალი კავშირები და მოიძიონ  ახალი პარტნიორები“,-განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

 

ფესტივალზე გაიმართა იტალიელი მოგზაურის,  კრისტოფორო დე კასტელის ნამუშევრების გამოფენა, რომელიც მე-17 საუკუნის სამეგრელოს ყოფას ასახავს. ასევე,  Aღთ სივრცეში წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრები, მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა, ჩატარდება მასტერკლასები, ბავშვებისთვის მოეწყო გასართობი სივრცეები. მთელი დღის დღის განმავლობაში სტუმრების განწყობაზე ზრუნავდნენ ფოლკლორული ანსამბლები. საღამო კი  ბენდმა YELLOW-მ  დახურა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner