logo_geo
eng_logo
პოლიციამ უკრაინაში გეი-აღლუმის დაცვაზე უარი თქვა
- +

9 ივნისი. 2016. 13:53


უკრაინაში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა გეი-აღლუმის დაცვაზე უარი თქვეს. პოლიციელებმა  თავიანთი ქმედება ახსნეს იმით, რომ  ისინი არ შეეცდებიან, წინააღმდეგობა გაუწიონ პატრიოტებს, რომელბიც ლგბტ აქტივისტების წინააღმდეგ გამოვლენ.


„ჩვენ, პოლიციის თანამშრომლები, უარს ვაცხადებთ, შევასრულოთ ხელმძღვანელობის ბრძანება. ჩვენ მოვუწოდებთ ძალოვანი უწყების ყველა თანამშრომელს, პატივი სცენ ქრისტიანულ ღირებულებებს და მორალს. ჩვენ გვაჩვევენ გეების დაცვას, რათა დარწმუნდნენ, რომ შემდეგში დავიცავთ დამნაშავეებს ახალი მაიდნიდან", - აცხადებენ პოლიციელები. 

 

პოლიციელებმა ასევე მოითხოვეს უკრაინის ნაციონალური პოლიციის უფროსის ხატია დეკანოიძის გადაყენება, რომელმაც განაცხადა, რომ პოლიცია მკაცრ რეაგირებას მოახდენდა სექსუალური უმცირესობების მარშის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner