logo_geo
eng_logo
ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებს საფუძველზე, ყაჩაღობაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

26 ნოემბერი. 2019. 14:41

 

ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებს საფუძველზე, ყაჩაღობაში ბრალდებულს 8  წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

 

 

„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის ბრალდებული თ.გ. დამნაშავედ ცნო.

 

სასამართლო  პროცესზე  გამოკვლეული  მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 8 სექტემბერს, ქ.თბილისში, ზაჰესში, თ.გ. თავს დაესხა კერძო ტაქსის მძღოლს დ.მ.-ს და დანის დემონსტრირებით, ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა და ავტომობილის გადაცემა მოსთხოვა. დაზარალებულმა დ.მ.-მ  ავტომობილიდან გადასვლა და გაქცევა მოახერხა, ხოლო თ.გ. დაეუფლა 11500 ლარად ღირებულ „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სამართალდამცავებმა თ.გ. იმავე დღეს მცხეთის ტერიტორიაზე, ყაჩაღობის შედეგად დაუფლებული ავტომობილით გადაადგილებისას დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინა  და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8  წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner