logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: ბრაზილიასთან და გერმანიასთან ხელი მოვაწერეთ მემორანდუმებს
- +

26 ნოემბერი. 2019. 17:11

 

„ქართველი მეზღვაურების დასაქმება სხვადასხვა ქვეყნების დროშის ქვეშ  მცურავ გემებზე ჩვენი მთავარი ინტერესი და პრინციპული საკითხია, რომელზეც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ვამახვილებთ ყურადღებას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის („IMO“) ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

 

ასამბლეის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 10-მდე სხვადასხვა ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა, ასევე დაგეგმილია შეხვედრა „IMO“-ს გენერალურ დირექტორთან კიტაკ ლიმთან.

 

„გამოცდილ, მაღალი კვალიფიკაციის მქონე მეზღვაურებზე გლობალურად დიდი საჭიროებაა, ხოლო საქართველო არის ქვეყანა, რომლის მამაცი, კონკურენტუნარიანი, პროფესიონალი მეზღვაურები მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადები არიან. აქედან გამომდინარე, შეხვედრებზე კიდევ ერთხელ გავამახვილეთ ყურადღება ამაზე და გვინდა, კონკრეტულ ქვეყნებთან კონკრეტულ შეთანხმებებს მივაღწიოთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ასამბლეის ფარგლებში ხელი მოეწერა ბრაზილიასთან მემორანდუმს, რაც ქართველ მეზღვაურებს 900-მდე გემზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.

 

მისივე თქმით, ასევე ხელი მოეწერა მემორანდუმს გერმანიის საზღვაო უწყებასთან, რაც ქართველ მეზღვაურებს 3000-ზე მეტ გემზე დასაქმების შესაძლებლობას აძლევს.

 

„დასაქმება, მათ შორის მეზღვაურების, ჩვენი მთავრობის ყველაზე დიდი პრიორიტეტია“, - დასძინა ნათია თურნავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner