logo_geo
eng_logo
ბათუმში ორდარბაზიანი სპორტის სასახლე აშენდება
- +

9 ივნისი. 2016. 14:09


ბათუმში ორდარბაზიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტის სასახლე აშენდება. ამის შესახებ აჭარაში ვიზიტით მყოფმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა განაცხადა.



კომპანია სოკართან გაფორმებული სასპონსორო მემორანდუმის შემდეგ ტარიელ ხეჩიკაშვილმა ბათუმის სასპორტო სკოლა მოინახულა. მინისტრმა სპორტული ინფრასტრუქურა დაათვალიერა, შეხვდა მწვრთნელებს და სპორტსმენებს.



სკოლაში სპორტის 25 სახეობაში ყოველდღიურად 2 500 ბავშვი და ახალგაზრდა ვარჯიშობს. შედეგების თვალსაზრისით ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობა ბერძნულ-რომაული ჭიდაობაა, პოპულარობით კი კალათბურთი სარგებლობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner