logo_geo
eng_logo
უჩა ნანუაშვილი: ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქვეყანაში ასეთ დანაშაულს აქვს ადგილი
- +

28 თებერვალი. 2016. 11:49



ასეთი ფაქტები ქვეყნის იმიჯს სერიოზულ ზიანს აყენებს", - ამის შესახებ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით საუბრისას აცხადებს. ის იმედოვნებს, რომ პეტრიაშვილის დაჭრაში დამნაშავეს ცხელ კვალზე დააკავებენ.


ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქვეყანაში ასეთ დანაშაულს აქვს ადგილი. იმედი მაქვს, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში საგამოძიებო ორგანოები მაქსიმუმს გააკეთებენ, რომ ცხელ კვალზე მოხდეს დამნაშავის დაკავება. თუ არის შესაბამასი მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც აუცილებელია კვალიფიკაციის შეცვლა, ამაზეც უნდა დაიწყოს ზრუნვა.


უახლოეს ხანებში თუ არ მოხდება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება საქმის გამოძიებასთან მიმართებაში, ეს იქნება ძალიან ცუდი სიგნალი ქვეყნისთვის. ასეთი ფაქტები დემოკრატიული და სტაბილური ქვეყნის იმიჯს სეიროზულ ზიანს აყენებს", - განაცხადა ნანუაშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner