logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: გუბაზ, მილიონს და პაატა ცაავას გაფიცებ...
- +

27 ნოემბერი. 2019. 13:13

 

თქვა გუბაზამ არაკ(ებ)ი:

 

ა) მიშასაც კი არ უკადრია ოპონენტების შვილების დაჭერაო ...

 

ბ) რევანში კარგი და აუცილებელი რამეაო...

 

გ) მიშა მაგარი პოლიტიკოსია და აუცილებლად უნდა დაბრუნდეს საქართველოშიო (რევანშისთვისო)...

 

დ) მიშას კიევში მაგარ თანამდებობას სთავაზობენ, მაგრამ მისთვის უპირატესი საქართველოაო…

 

სიბოროტისგან გაბერილ ამ სუბიექტზე სერიოზული საუბარი ძნელია, მაგრამ ერთ რამეში უნდა დავეთანხმო:

 

მართალი ხარ, გუბაზ, მიშა ნამდვილად არ იჭერდა ოპონენტების შვილებს... მიშა პირდაპირ კლავდა მათ ან ციხეებში აუპატიურებინებდა, მერე კი მშობლებს აშინებდა, ხმა არ ამოიღოთო... (შენ დაგავიწყდა, მაგრამ ჩვენ გვახსოვს ეკა ბესელიას შვილი... გვახსოვს სიმწრით აღმუვლებული ნინო ბურჯანაძეც, თავის დაკავებულ ბიჭს რომ ეძებდა კუნჭულ-კუნჭულ)...

 

მაგრამ ეს არ არის მთავარი... მთავარი სულ სხვაა:

 

მიშა არ იჭერდა ჩვენ შვილებსო, რომ ამბობ, შე მძორო, იმაზე უარესი რა უნდა ექნა მიშას შენი შვილისთვის, რაც თავად შენ გაუკეთე მას, როდესაც მიშას კარზე აახლე კიევში?! ამას ხომ შენი მოსისხლე მტერიც ვერ მოიფიქრებდა და აკადრებდა შენს საკუთარ ვაჟკაცს, რომელსაც ქედი მოახრევინე მიშას წინაშე, იმ მიშასი, რომელმაც ათიათასობით ახალგაზრდა მოკლა და დაასახიჩრა. რას ერჩოდი შენს შვილს? რითი სჯობიხარ შენ მიშას? შენ ხომ ისევე აყარე ღირსება შენს საკუთარ შვილს, როგორც ამას მიშა აკეთებდა? განა არ სჯობდა, შენი შვილი დაეჭირათ, ოღონდ კი ის სამარადისო სირცხვილი არ ეწვნია, რომელიც ასე წარმატებით მიაწებე შუბლზე?

 

მეტს არაფერს გეტყვი... მაგ ღირსებით იარე... იმედი მაქვს, რომ შენი ვაჟკაცი გონს მოეგება და შენც აზრზე მოგიყვანს...

 

P.S.: გუბაზ, მილიონს და პაატა ცაავას გაფიცებ, მართლა გჯერა, რომ მიშა, ნინო, შენ და დანარჩენი ერთჯერადები ისევ დაბრუნდებით ხელისუფლებაში, რომ შენგან ასე ნაქები რევანში წარმატებით მოიყვანოთ სისრულეში?

 

 

https://www.facebook.com/tea.pirtskhalava/posts/10221236991694133

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner