ქუთაისში, დავით კლდიაშვილის ქუჩაზე, ხანძარი სამსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.
შედეგად დამწვარია სახლის მანსარდა და მასში არსებული საოჯახო ნივთები. ასევე, სასხვენო გადახურვის ხის კონსტრუქციები.
არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 20 ადამიანისგან შემდგარი ცოცხალი ძალის შემადგენლობით. ასევე, მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.