აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ტელეკომპანია NBC-ის ეთერში, ჯიმი ფელონის შოუში სტუმრობისას განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი პრეზიდენტის თანამდებობაზე ქვეყანას ზიანს მიაყენებს.
ობამა ნოემბერში დაგეგმილი არჩევნების წინ საჭიროდ მიიჩნევს, მოსახლეობას შეახსენოს, რომ აშშ-ის პრეზიდენტობა სერიოზული საქმეა და არა რეალითი-შოუ.
ამავე ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტი დემოკრატების შიდაპარტიული არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა. ჰილარი კლინტონმა 6 ივნისს ჩატარებული პრაიმერების შედეგად პრეზიდენტობის კანდიდატად წარსადგენად დელეგატების საჭირო რაოდენობის ხმები დააგროვა. თუმცა მისმა მეტოქემ ბერნი სანდერსმა დამარცხების აღიარებაზე უარი განაცხადა.
„ვიმედოვნებ, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში ერთად შეკრებას შევძლებთ. პრაიმერის დროს ხშირად ხდება, რომ ადამიანები ძალიან მგრძნობიარეები ხდებიან", - განაცხადა ბარაქ ობამამ.