logo_geo
eng_logo
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკმა 255.1 მლნ ევრო გამოყო
- +

27 ნოემბერი. 2019. 14:06

 

ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო და სატრანსპორტო კვანძის - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემდგომი განვითარების მიზნით, აზიის განვითარების ბანკი განაგრძობს შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას. 

 

დღეს, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა შეინ როზენტალმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას 255.1 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე. აღნიშნული თანხა მიიმართება შორაპანსა და არგვეთას შორის, დაახლოებით, 14.7-კილომეტრიანი ორმხრივი, 4-ზოლიანი გზის მშენებლობასა და აღნიშნულ ავტომაგისტრალზე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებებზე. პროექტის ფარგლებში აშენდება 14 ხიდი და 12 გვირაბი.

 

ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს აღნიშნულ ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის ეფექტურ და უსაფრთხო გადაადგილებას. ამასთან, დადებითად აისახება საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის გაძლიერებაზეც.

 

პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს. პროექტის დასრულება 2025 წლის ივნისში იგეგმება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner