logo_geo
eng_logo
სუს-მა სოფელ წრომის რწმუნებულის დავით გოგალაძის დაკავება დაადასტურა
- +

9 ივნისი. 2016. 14:27


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ წრომში დავით გოგალაძე დააკავეს.


გამოძიებამ დაადგინა,რომ  დავით გოგალაძე მოქალაქეს  დაჰპირდა სახელმწიფოს კუთვნილი 8 ჰა მიწის ფართობის იჯარით სარგებლობაში გადასაცემი აუქციონისათვის  საჭირო პროცედურების დაჩქარებას და დროულად მოგვარებას, რის სანაცვლოდაც  მას  ქრთამის სახით მოსთხოვა და  გამოართვა 2000 ლარი.


გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner