logo_geo
eng_logo
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე კლინიკებისთვის მკურნალობის საფასური განისაზღვრება
- +

27 ნოემბერი. 2019. 20:17



ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინსიტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იმ კლინიკებისთვის ,  ვისაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობა სურს, პაციენტის მკურნალობის საფასური განისაზღვრება.

მინისტრის ინფორმაციით, ამ რეფორმის გატარების მიზეზი ის არის, რომ არაერთი სასამართლო დავა არსებობს კლინიკასა და პაციენტს შორის, იმის გამო, რომ პაციენტი ვერ იხდის დანამატს, რომლებსაც მისგან კლინიკები ითხოვენ.

ტიკარაძის განმარტებით, რეფორმის მიზანია პაციენტი წინასწარ იყოს ინფორმირებული, რა ოდენობის თანხა უნდა გადაუხადოს კლინიკას და მზად იქნება ამ ანაზღაურებისთვის.  

,, ცხელ ხაზზე არაერთი ზარი შემოდიოდა, ასევე სასამართლოში არსებობს არაერთი დავა, როდესაც კლინიკები პაციენტისგან დანამატს ითხოვენ მაშინ, როდესაც არ იყო დადგენილი ფასი.  ჩვენ დავიცავით პაციენტის უფლებები, ფასებში არ შეგვიტანია ცვლილება. ეს მოხდა ძალიან აპრობირებული მეთოდით ფინანსისტებისთვის, შევაჯერეთ ფასები და არ ყოფილა ფასების გასაშუალოება.   უბრალოდ, იმ სახარჯ მასალებისა და ხელფასების კომბინაციით დავთვალეთ ერთი მანიპულაციის ღირებულება, რომელიც გახდება ხელმისაწვდომი პაციენტისთვის და ყველა ქირურგისთვის“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკპმპანია “იმედის“ ეთერში.

 

მინისტრის განმარტებით, პაციენტისთვის სარგებელი, ეს იქნება პირველ რიგში ფინანსური თანასწორობა, რაც  ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც ტიკარაძე აცხადებს, გეგმიური და მწვავე ოპერაციების თანაფარდობის შესწავლისას გამოვლინდა, რომ საქართველოში არასახარბიელო ვითარებაა.  მსოფლიო პრაქტიკით  მწვავე ოპერაციების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20 %-ს, საქართველოში კი მწვავე ოპერაციების ოდენობა არის 80 %.

რა თქმა უნდა ესეც დასარეგულირებელია და ჩვენ ამ კუთხითაც ვიმუშავებთ კლინიკებთან, რომ  გავაძლიეროთ პირველადი  რგოლი, თუ ეს გამოწვეული არის პირველადი რგოლის სისუსტით და შესაბამისად გეგმიური ოპერაციების წილი გავზარდოთ, რაც რა თქმა უნდა სახელმწიფოსგან და პაციენტის  მხრიდანაც  ფინანსების დაგეგმარებას შეუწყობს ხელს და გახდის ბერვად ეფექტიანს. პროცესი იქნება გამჭირვალე და დაგეგმვადი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 რაც შეეხება თანაფარდობას, მისივე თქმთ, სისტემის დღევანდელი პრობლემა ძირითადად წარმოქმნილია ამ ბაზრის არათანაბარი გადანაწილებით. კერძოდ,  2018 წლის განმავლობაში  სულ 4 500 კარდიოქირურგიული ოპერაცია ჩატარდა. ეს იმ პირობებში, როდესაც სახეზე 72 კარდიოლოგიური კლინიკაა. საშუალო მაჩვენებელს თუ გამოვიყვანთ, აღმოჩნდება, რომ დღეში, საშუალოდ, 12 ოპერაცია ტარდება.

სტენტირების კუთხითაც ჩართულია 72 კლინიკა, წლიურად ტარდება 20 000 ინტერვენცია, რაც საშუალოდ 53 დღიურ ინტერვენციას გულისხმობს.

მინისტრის თქმით, ეს ცალსახად მიუთითებს ბაზარზე კლინიკების რაოდენობის სიჭარბეზე, ამ ფონზე გაიზრდება კონკურენცია.  პაციენტი თანაბარი ტარიფების პირობებში უკეთეს ექიმს და უკეთეს კლინიკას აირჩევს, რაც ამ კლინიკებში უკვე შექმნის ნაკადების და მოცულობის მეტ რაოდენობას. კლინიკის შემოსავალს გახდის უფრო ეფექტიანს და ის თანხა, რომელიც მათ დღეს სარისკოდ მიაჩნიათ, მათთვის აღარ იქნება რისკის შემცველი.  

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner