logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: აშშ-მ 70-იან წლებში თქვა უარი სახელმწიფოს მხრიდან კლინიკების დაფინანსებაზე
- +

27 ნოემბერი. 2019. 21:13

 

ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოს ბაზარზე არსებული კლინიკები ოპერირებდნენ არათანაბარი ფასების პირობებში, რაც არ იყო გამჭირვალე, არც სახელმწიფოსთვის და სამწუხაროდ არც პაციენტებისთვის.

 

მისივე თქმით, ასეთი მეთოდოლოგია და ბაზრის მოწყობის მეთოდი იყო არაერთ სხვა ქვეყანაში, რომლებმაც ასევე უარი თქვეს - მაგალითად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 70-იან წლებში, უარი განაცხადა და უარი თქვა მსგავს დაფინანსებაზე სახელმწიფოს მხრიდან.

 

როგორც მინისტრმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, ფასებზე მუშაობა და კლინიკებთან აქტიური თანამშრომლობა ივლისში დაიწყო, როდესაც ფასები გამოითხოვეს. 

 

"ძალიან მნიშვნელოვანია, განვასხვავოთ ფასების გათანაბრება თუ ფასების დადგენა. ჩვენ მოვახდინეთ მხოლოდ ფასების დადგენა ბაზარზე, რომ გამჭირვალე ყოფილიყო, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე პაციენტისთვის თუ სად და რატომ მიდიოდა ეს ფინანსები. სწორედ ეს გახლდა გარკვეულ წილად იმ ვნებათაღელვის გამომწვევი, რომელიც დღეს სახეზეა. რა თქმა უნდა მე ძალიან დიდ წუხილს გამოვხატავ. ამ რეფორმის დაგეგმვა და "დიარჯისტანდარტზე გადასვლა სახელმწიფოს უკვე არაერთი წელია დაანონსებული აქვს და კონკრეტულად ამ ფასებზე მუშაობა და აქტიური თანამშრომლობა კლინიკებთან, ჩვენ დავიწყეთ ივლისში, როდესაც სამინისტროს პორტალზე არსებული საშუალებებით, ოფიციალურად გამოვითხოვეთ ფასები, რომლის დამუშავებაც შემდეგ მოხდა და ასევე ბაზრის შესწავლა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ შევისწავლეთ რომელი მომწოდებელი რა თანხად აწვდის კლინიკებს კონკრეტულ მასალებს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მიზანი არ ყოფილა ხარისხის კომპონენტზე რისკის აღებდა და ხარისხი უნდა ყოფილიყო დაცული პაციენტისთვის, ეს არის ჩვენი ვალდებულება. ასევე ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებაა ჰქონდეს ხელმისაწვდომი, როგორც ფინანსურად ასევე გეოგრაფიულად ჯანდაცვის სერვისები“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner