logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: „გაზპრომთან“ მოლაპარაკებით, ქართული ინტერესები არ დაზარალებულა
- +

9 ივნისი. 2016. 14:33


ენერგეტიკის საერთაშორისო ფორუმზე ენერგეტიკულ თემებზე საუბრისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია რუსული გავლენები და რუსული პოლიტიკა.


საუბარი შეეხო რუსულ ენერგოკომპანია „გაზპრომს" და მის გავლენებს რეგიონში. აღნიშნულ თემაზე განცხადება გააკეთა ენერგეტიკის მინისტრმა. კახ კალაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ „გაზპრომთან" მოლაპარაკებით, ქართული ინტერესები არ დაზარალებულა.



კითხვა იყო დასმული ბატონი კანდელაკისგან, რომელიც არის ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი. გაზპრომთან" დაკავშირებით, მე ვფიქრობ, დღეს მსოფლიოში არავის აქვს კითხვები. ის, რაც საქართველომ გააკეთა, იყო ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან", - განაცხადა კახ კალაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner