logo_geo
eng_logo
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფა-ს მიმართავს
- +

9 ივნისი. 2016. 14:35


საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფა-ს მიმართავს და ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მოთხოვნას გაწევრიანებასთან დაკავშირებით ეხმაურება. სფფ დარწმუნებულია, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო სწორ სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.  



საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის მედიასაშუალებებით ცნობილი გახდა, რომ არაღიარებული აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა აპირებს, გაწევრიანების თხოვნით მიმართოს ფიფა-. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოგმართავთ თხოვნით, წინამდებარე წერილში აღნიშნული ინფორმაცია მიიღოთ ცნობად, ამასთან ერთად აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, როგორც ფიფა- და უეფა- სრულუფლებიანი წევრი ორგანიზაცია, დარწმუნებულია, რომ თუ არაღიარებული აფხაზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები მიმართავენ ფიფა- წევრობის სტატუსის მოთხოვნით, მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანო მოახდენს სწორ სამართლებრივ რეაგირებას.

2016 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში დე-ფაქტო ხელისუფლების პირობებში, ფიფა-სგან და უეფა-სგან დამოუკიდებლად გაიმართაCONIFA" ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობა მიიღეს არაღიარებულმა სახელმწიფოებმა.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჰქონდა კომუნიკაცია ფიფა-სთან. ჩვენთვის ცნობილია თქვენი პოზიცია ჩემპიონატთან დაკავშირებით, რომელიც არც ფიფა- და არც უეფა- ეგიდით არ იმართება. ჩვენი მხრივ, კიდევ ერთხელ გვსურს დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ემიჯნება ფიფა- და უეფა- სამართლებრივი სივრცის საწინააღმდეგო ქმედებებს და ამასთან ერთად, წუხილს გამოთქვამს საქართველოს ტერიტორიაზე იმ პროცესების არსებობაზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგოა", - აცხადებენ სფფ-ში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner