„ჩემი აზრით, „საზოგადოებრივ მაუწყებელს" მენეჯმენტის სერიოზული პრობლემა აქვს", - ამის შესახებ „პრაიმტაიმთან" საუბრისას პუბლიცისტმა ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელში" მუშაობენ ძალიან ნიჭიერი ადამიანები, მაგრამ გასაქანს არ აძლევენ. საკუთარი რესურსებით ამ ტელევიზიას შეუძლია, იყოს ლიდერი და ამ დროს არის აუტსაიდერი.
ჩემი აზრით, „საზოგადოებრივ მაუწყებელს" მენეჯმენტის სერიოზული პრობლემა აქვს",- ამბობს ვასილ მაღლაფერიძე.