logo_geo
eng_logo
ვაჟა სირაძე: პოლიცია იმდენი ხანი იქნება ადგილზე მობილიზებული, რამდენიც დასჭირდება პარლამენტის მშვიდ ვითარებაში ფუნქციონირებას
- +

28 ნოემბერი. 2019. 11:39

 

„რამდენიც დასჭირდება იმას, რომ პარლამენტმა ფუნქციონირება განაგრძოს მშვიდ ვითარებაში, იმდენი ხანი იქნება ადგილზე მობილიზებული პოლიცია“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განუცხადა.

 

მისივე თქმით, პირები, რომლებიც აპირებდნენ პარლამენტის შესასვლელის ბლოკირებას, პოლიციამ განარიდა.

 

„რაც შეეხება ჟურნალისტებსა და პარლამენტის წევრებს, მათ ქვთ უფლება გადაადგილდნენ და შევიდნენ. ბოლო დღეებში პოლიციის ცოცხალი ძალა იდგა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, მოითხოვდა აქციის მონაწილეებისგან, რომ არ მოეხდინათ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება. აღნიშნულმა პირებმა მოახდინეს ძალადობით პოლიციის კორდონის გარღვევა და ხშირ შემთხვევაში ძალადობდნენ პოლიციელებზე. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დადგეს ეს რკინის კორდონი, რათა შეხება არ ჰქონდეთ ამ ადამიანებს და არ მიაყენონ პოლიციელს შეურაცხყოფა და არ იძალადონ მათზე,“ - განაცხადა ვაჟა სირაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner