„პრემიერ-მინისტრთან დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე არანაირი საქმის გარჩევა არ მოხდება", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განცუხადა.
მისი თქმით, ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრებსა და მთავრობის მეთაურის შორის შეხვედრაზე განხორციელებული რეფორმებისა და დაგეგმილი პროექტების შესახებ იქნება საუბარი.
„გადამეტებული შეფასება, რომ ეს იქნება დაძაბული შეხვედრა, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არის საქმიანი შეხვედრა პრემიერთან, რომელიც დაიგეგმა ფრაქციის მიერ. გვინდა მასთან ერთად გავიაროთ რამდენიმე საკითხი, რომელიც შეეხება რეფორმებს, პროექტებს. ეს იქნება ძალიან საქმიანი შეხვედრა და გამოვრიცხავ, რაიმე საქმის გარჩევა მოხდეს. ამგვარი განწყობებით არ ვიკრიბებით", - განაცხადა ბესელიამ.
შეხვედრა 14:00 საათზე, „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართება.