logo_geo
eng_logo
გიგლა ბარამიძე: „რესპუბლიკელები“ მიეჩვივნენ სხვის ნაწვალებზე დივიდენდების მიღებას
- +

9 ივნისი. 2016. 14:46


„მოპოვებული გვაქვს უფასო საეთერო დრო, რომელიც არავის უჩუქებია ჩვენთვის"-  ამ სიტყვებით გამოეხმაურა „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის"" პოლიტიკური მდივანი  გიგლა ბარამიძე „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო კოდექსში საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც რესპუბლიკურმა პარტიამ მოამზადა. ცვლილებები გულისხმობს,  რომ ყველა პარტიას, რომელსაც აქვს დაფინანსება, მიეცეს უფასო სარეკლამო დრო. ბარამიძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნებიის" კოალიციიდან გასულ პარტიებს მათ ხარჯზე ეზრდებათ უფასო საეთერო დრო. ბარამიძის განცხადებით, რესპუბლიკური პარტია ნაჩვევია სხვის ხარჯზე დივიდენდების მიღებას, ჯერ მმართველი პარტიის საშუალებით მოხვდნენ პარლამენტში, ახლა კი სხვის ხარჯზე სურთ მიიღონ უფასო სარეკლამო დრო.



„ბოლო არჩევნებზე მივიღეთ 10-11 %, აქედან გამომდინარე, ვართ კვალიფიციური სუბიექტი და გვეკუთვნის უფასო საეთერო დრო. „რესპუბლიკელების" მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს   სხვა პარტიებმაც დაუჭირეს მხარი. „რესპუბლიკელები" ნაჩვევები არიან სხვის ნაწვალებზე დივიდენდების მიღებას. ჯერ  მიეკედლნენ „ქართულ ოცნებას", მოხვდნენ პარლამენტში. ახლა დატოვეს კოალიცია, რომელსაც თანამდებობები წაგლიჯეს. ახლა მიიხედეს-მოიხედეს, საეთერო დრო არ აქვთ და იფიქრეს - მოდით, ვისაც აქვს  შევუმციროთ, გადმოგვინაწილდესო. „ქართული ოცნების" კოალიციიდან გაგდებულ პარტიებს ეძლევათ უფასო საეთერო დრო ჩვენს ხარჯზე. ეს რომელ ლოგიკაში და ევროატლანტიკური ხედვებში ჯდება?" - განაცხადა ბარამიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner