logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აგონიაში არიან!
- +

9 ივნისი. 2016. 14:46


„ძალიან ცუდ დღეში არიან „ნაციონალური მოძრაობის" წევრები, აგონიაში არიან", - ასე გამოეხმაურა საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

 

„საიდან მოიგონეს ჰესის ამბავი? მე იუმორით მომიყვნენ და მართალია? მართლა გამოაქვეყნეს? ჰესს ვაშენებ? თანაც ბოტანიკურ ბაღში? როგორ შეიძლება ბოტანიკურ ბაღში ჰესის აშენება. როგორც გავიგე, ის ადგილი მოშორებით არის. თუ ვინმე ჰესს აშენებს, საუბედუროდ, მე არ ვმონაწილეობ ამ ჰესის მშენებლობაში. რომ ვმონაწილეობდე, ვიამაყებდი. არც კი ვიცოდი ამ ამბავის შესახებ. კარგია, თუ ვინმე ჰესს აშენებს, უნდა მივესალმო, მე არ მგონია, ჰესი ბოტანიურ ბაღში შენდებოდეს და მისი ტერიტორიის განადგურების სანაცვლოდ კეთდებოდეს. ასეთ სისულელეს არც კახი კალაძე და არც სხვა მთავრობის წევრი ხელს არ მოაწერდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner