logo_geo
eng_logo
„რომ არ მომხდარიყო საგარეო შოკი, საქართველოს ეკონომიკა უფრო მაღალი ტემპით გაიზრდებოდა“
- +

9 ივნისი. 2016. 14:48


ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა აჯამებს, თუ როგორ შეიცვალა 2013 წლიდან დღემდე ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი ქვეყანაში. 


მისი განმარტებით, ეკონომიკა გაცილებით გაიზარდა, ვიდრე ეს იყო 2011 წელს "ნაციონალების" მიერ გამოცემულ სტატეგიაში ნაჩვენები.


დუნდუას თმით, წინა მთავრობა წინასწარვე აცხადებდა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 0-3%-ის მიდამოში იქნებოდა.


2011 წელს გამოცემულ მთავრობის 10-პუნქტიან გეგმაში, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი აწერს ხელს, ცალსახად ვკითხულობთ, რომ საგარეო შოკების გაძლიერებისას, თუ რეგიონში ეკონომიკის ზრდის ტემპები შენელდა, საქართველოში 2015 წლამდე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 0-დან 3%-მდე იქნებოდა, ანუ ის მაჩვენებელი, რაც ჩვენ რეალურად გვიფიქსირდება, წინასწარვე იყო გაცხადებული.

 

გარდა ამისა, მათ მიერ გაცხადებული იყო ოპტიმისტური პროგნოზი, რომ 2015 წელს, მსყიდველუნარიანი პარიტეტის მიხედვით მთლიანი შიდა პროდუქტი იქნებოდა 2005 წლის ორმაგი ოდენობით

 

2005 წელს იყო 4200 მიდამოში ერთ სულ მოსახლეზე. დღეისათვის ნაცმოძრაობის" დანაპირებს 11%-ით აღემატება.

 

ნაცმოძრაობის" ყველა სცენარში კრიზისი, ეკონომიკური ზრდის შენელება იწყება 2012 წლიდან, რადგან ამ წლის შემდეგ ვიწყებთ საგარეო ვალების გასტუმრების აქტიურ ფაზას.

 

ლარის დევალვაციის გამონაცმოძრაობის" დროს აღებული მილიარდობით დოლარის წილი მთლიან შიდაპროდუქტში  გაზრდილია. რეალურად დღეს მნიშვნელოვნად შევამცირეთ ვალის აღების მაჩვენებელი. მთავრობის მიერ აღებული ვალი 2013-2015 წლებში, სულ 139 მილიონ დოლარს შეადგენს, მაშინ როდესაც მილიარდ ნახევარს შეადგენდა 2010-2012 წლებში", - განაცხადა დუნდუამ „პირველ პრესკლუბში".


ექსპერტის განცხადებით, საქართველომ გაცილებით დიდი შოკი მიიღო, ვიდრე ეს იყო დაშვებული „ნაციონალების"" სცენარებში.


რომ არ მომხდარიყო საგარეო შოკი, საქართველოს ეკონომიკა უფრო მაღალი ტემპით გაიზრდებოდა. გაცილებით დიდი შოკი მივიღეთ, ვიდრე ეს იყო დაშვებული 2011 წლის სცენარში და მთავრობის ანგარიშში",- აღნიშნა დუნდუამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner