საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი განმუხურში მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობას გეგმავს.
„ისეთ ადგილზე, სადაც პირობითად საზღვარი გადის, იქ ვაპირებ მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობას. კიდევ რაღაცას ვაპირებ და როცა დამტკიცდება, მერე გაგიმხელთ. „ნაციონალებმა" იქაც კი მოახერხეს და თემა აწიეს, ზღვას გვართმევსო, ზღვის სანაპიროს გვართმევსო, რითაც სისულელეში და უმეცრებაში გადასული განცხადებები გააკეთეს. მათი ლიდერი დავით აღმაშენებელს ედრებოდა მშენებლობების ტემპებით. ახლა უფრო დიდი ტემპებით მიდის ყველაფერი. სწორი მშენებლობებით ყველამ უნდა იამაყოს. დღეს მე ვაშენებ, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ" მოახერხა და სიტყვა „მშენებლობა" ლამის უარყოფით სიტყვად აქცია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.