logo_geo
eng_logo
გამოცდების ეროვნულ ცენტრში ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
- +

9 ივნისი. 2016. 14:50


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ.


ოლიმპიადა სამ ტურად ჩატარდა, ძირითადი აქცენტი კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობისა და   პრობლემის გადაწყვეტის უნარებზე გაკეთდა.


ოლიმპიადის პირველ ტურში 26000-ზე მოსწავლე დარეგისტრირდა, ორი ტურის შედეგად კი,  230 გამარჯვებული გამოვლინდა.


ოლიმპიადის ყველა მოდევნო ეტაპზე გადასულმა მოსწავლეებმა პრიზი ორგანიზაცია „მოქალაქისგან" მიიღეს.


ოლიმპიადის მესამე ტურის 20 გამარჯვებული დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანაში ინგლისური ენის  შესასწავლ კურსებზე გაემგზავრება.


დაჯილდოებას საქართველოს ექს-პრემიერი, საზოგადოება „მოქალაქის" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ესწრება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner