logo_geo
eng_logo
დავით სონღულაშვილი: დაკრედიტების 200-ათასლარიანი ზღვრის 100 ათასამდე შემცირება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ლარზე წნეხი მოიხსნას
- +

28 ნოემბერი. 2019. 19:02

 

 

„დაკრედიტების 200-ათასლარიანი ზღვრის 100 ათასამდე შემცირება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ლარზე წნეხი მოიხსნას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სონღულაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

„ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია იმისთვის, რომ ლარზე წნეხი მოიხსნას, სხვა შემთხვევაში იმ რეფორმებმა, რაც გატარდა, დედოლარიზაციის ნაცვლად დელარიზაცია გამოიწვია, რადგან დეპოზიტები კურსის გამო, რაც ლარში იყო, ისიც დოლარში გადავიდა, სესხები გაიცემა ლარში და საკმაოდ დიდი დაწოლა არის ლართან მიმართებით. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ის, რაც პრობლემას ჰქმნის მოწყვლად ფენასთან  მიმართებით, ცხადია, 100-ათასლარიანი ზღვარით იკეტება. რაც შეეხება იპოთეკური სესხების ნაწილს - საქართველოში იპოთეკური სესხები არის 11 % მშპ-სთან მიმართებით, მაშინ როცა აღმოსავლეთ ევროპაში არის საშუალოდ 18-19%-მდე ხოლო დასავლეთ ევროპაში ადის 40%-მდე. აქაც არ ჩანს, რომ პრობლემა შეიქმნას, რადგან ფასები უძრავ ქონებაზე არ არის გაბერილი. გარდა ამისა, საპროცენტო განაკვეთი ვალუტაში საკმაოდ დაბალია, ამიტომ ვფიქრობ, ეს დააბალანსებს ლარის კურსს და კიდევ უფრო მეტად დასწევს ქვევით“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner