logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: ამათზე ახლა მართლა ალალია სააკაშვილი, ახალაია და მერაბიშვილი!
- +

28 ნოემბერი. 2019. 19:56

 

 

 

უკვე თვეებია, რაც ამ საგიჟეთს ვუყურებთ.

რიგი მიზეზების გამო ვდუმდი დღემდე, მაგრამ ამ დუმილსაც აქვს საზღვარი.

ვინც დედამ დაწყევლა და ვისაც არ ეზარება, ყველა ბინძური მეთოდებით ცდილობს ყურადღების მიქცევას და სახელმწიფოს ჩამოსაშლელად აგურს აგურზე ამატებს.

ბევრ ნაცნობ ნაძირალას რამდენიმე უცნობიც მიეტმასნა და სულ რაღაც რამდენიმე ათეული (გნებავთ – ასეული!) პროტესტანტის (უფრო მართებულად თუ ვიტყვით – ექსტრემისტის!) გამო ქვეყანა ზარალდება.

ისე ურცხვად და უტიფრად ივიწყებენ 7 ნოემბერს და 26 მაისს, თითქოს დიდი სუფრა ჰქონდათ გაშლილი, უპოვრებს აპურებდნენ იმ დაწყევლილ დღეებში და თავმდაბლად არ იხსენებენ მხოლოდ...  არადა, თავადაც გახლდით იმ დღეებში დაზარალებულიც და რეზინის ტყვიებით დაცხრილულიც! დიახ, სწორედ 7 ნოემბერი, 6 მაისი, 15 ივნისი და 26 მაისი იყო რეალური სახე ამ ნაძირლებისა!  დღეს არ აწყობთ და არ იხსენებენ არც 26 მაისს, ჯიხურების თავზე შემოყრილ გვამებს და გველურად სისინებენ წყლის ჭავლით დაშლილ აქციებზე...

არადა, როგორც ვახტანგ გომელაურს დაქვემდებარებულმა პოლიციურმა ძალებმა დაშალეს (!) კანონის დამრღვევები, მგონი, ბოლო წლების ისტორიას მსგავსი დაშლა(!) არც ახსოვს!

არადა, რომ ვუკვირდები, ამათზე ახლა მართლა ალალია შინაგან საქმეთა მინისტრად მერაბიშვილი და აქციის მთავარ დამშლელ ძალად - ახალაია! (სულერთია - რომელი!)

არადა, რომ ვუკვირდები, ამათზე მართლა ალალია პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილი და კაკალაშვილის პოეზიით გამთბარი ძვლები მერე გენახათ...…

არადა, ამათზე, მგონი, მართლა ალალია დუჟმორეული თარგამაძე (გივი) და „სულის ამოხდა“ მერე გენახათ!

ამათზე მართლა ალალია და უსაყვედურო სისხლზე მოსიარულე საკრებულოს თავმჯდომარე ბეგაშვილი (მერე „ფუკასავით“ რომ გადამალეს) და ძვლებში დამტვრევა მერე გენახათ.

„დათა თუთაშხია“  გამახსენდა.

„რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა და მოსასპობმა თაბაგარმა, თუ ფიქრობთ ამას?!“ - თითოეულ იმ მომიტინგე ლიდერს მინდა ვკითხო, რომელთა უმრავლესობასთან ერთადაც ვებრძოდი სააკაშვილსა და მერაბიშვილის ზონდერ-რეჟიმს, მაგრამ მათთვის ახლა კითხვების დასმაც ზედმეტია.

 26 მაისის „ბართლომეს ღამე“ თუ ვერ განგისხვავებიათ წყლის ჭავლით დაშლილი აქციისგან, მართლა „ბარაქალა“ თქვენ!

უმადურობა კი არა, უნამუსობა და სახის დაკარგვა ჰქვია თქვენს საქციელს და ესაა მწარე სიმართლე!

 თქვენი გამკვირვებია, თორემ უგულავას და ბოკერიას რა უნდა მოვთხოვო, 26 მაისს დახოცილი და ცხრა წლის განმავლობაში დახვრეტილი ახალგაზრდების სისხლი დღემდე არ შეშრობიათ და მეტიც - ამით დღესაც ამაყობენ კიდეც!

ცალსახად უნდა ვთქვა: სააკაშვილის ზონდერ-ოპოზიცია არ არის გომელაურის მინისტრობის ღირსი!

არც პოლიციელთა გმირობის ტოლფასი მოთმინების ღირსია ეს სეპარატისტული „ბრიაშკა“, თორემ ბოკერიას და უგულავას მუქარებს მიტინგებზე კი არ უნდა ვისმენდეთ, ციხის საკნიდან თავს ვერ უნდა ყოფდნენ, წესითა და კანონით!

სააკაშვილის და მისი „გებელსის კანტორა“ სწორედ მერაბიშვილსა და ახალაიას იმსახურებს ძალოვან მხარედ და მიტინგის დამრბევად!

შეშის სროლა მერე გენახათ!

არადა, გასათბობად მიტანილი შეშა რა მიზნითაც გამოიყენეს, თვალნათლივ დავინახეთ ყველამ... წყლის ჭავლით დაშლაზე ამბავს ტეხენ და შეშა მერაბიშვილის ზონდერებისთვის რომ მიეტანათ და მითუფრო - ესროლათ, რა შედეგსაც მიიღებდნენ, ძნელი გამოსაცნობი არაა, ვფიქრობ... ციმბირი უკან დარჩებოდათ უბედურებს!

მეგისა ქარდავას გმირობები მერე გენახათ!

წყლის ჭავლი კი არა, ცეცხლის გახსნა გენახათ მერე!

თუმცა, გადაახვიეთ ისტორია რამდენიმე წლით უკან და თუ ბრმები არ ხართ, განსხვავებასაც უმალ დაინახავთ!

მარა, რად გინდა...

„ბრმების შკოლაა“ და...

 

P.S.

ექსტრემისტული ნაცბანდის, მათი ანასხლეტების, გნებავთ - თავგასიებულებისა და გნებავთ – „გებელსის კანტორის“ წევრთა გასაგონად განვმეორდები:

26 მაისი და 7 ნოემბერი აღარ განმეორდება და მეტიც – ხალხმა თქვენ უკვე ისტორიის სანაგვეზეც მოგისროლათ!

კანონის დარღვევა დასჯადია!

პოლიციელი გმირია!

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner