logo_geo
eng_logo
მერაბ ფაჩულია: ეს ის მშვენიერი მანიფესტაციაა, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება მედიამ და ბიზნესმა იმეგობრონ
- +

28 ნოემბერი. 2019. 23:37

 

 

„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო საღამო და გალა ვახშამი გაიმართა.

 

 

 

წელს უკვე მეოცედ საქართველოს საუკეთესო კომპანიისა და ბიზნესმენის გამოსავლენად  მედიაჰოლდინგი The Georgian Times -ის მიერ დამკვიდრებული ტრადიციული ბიზნეს რეიტინგი გამორჩეულად ჩატარდა. ტრადიციულად, რეიტინგების დათვლას  საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრი  “გორბი“ აწარმოებდა.

 

 

 

„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს ის მშვენიერი მანიფესტაციაა, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება მედიამ და ბიზნესმა იმეგობრონ. მე-20 წელია, რაც ბიზნესების შერჩევის საღამო ტარდება, რომელსაც „ჯორჯიან თაიმსი“ მასპინძლობს და ჩვენ რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ.

 

 

 

ბიზნესის შერჩევა რამდენიმე საფეხურით ხორციელდება:

 

 

 

  • ოფიციალური მონაცემები, თუ რა წვლილი შეიტანა კონკრეტულმა ბიზნესმა ქართულ ბიზნესში;

 

  • პანელი ექსპერტები თითოეულ ბიზნესს რამდენიმე კრიტერიუმით აფასებენ;

 

  • და რაც ყველაზე მთავარია, შერჩეული ბიზნესმენები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელია წლის საუკეთესო ბიზნესი. ბიზნესის წარმომადგენლებს ბიულეტენები დაურიგდებათდა ისინი მათი აზრით 2018 წლის საუკეთესო ბიზნესმენებს ხმასმისცემენ. ეს შედეგები დაითვლება და საუკეთესო ბიზნესი გამოცხადება,”- განაცხადა „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია -„გორბის“ ხელმძღვანელმა მერაბ ფაჩულიამ.

 

 

 

ტრადიციულად მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა. 

 

 

 

XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანია ღონისძიების მსვლელობისას, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. გამარჯვებული კომპანია და გრან პრის მფლობელი „ჯორჯიან პროდაქტსი“ გახდა.

 

 

 

 

შეგახსენებთ,რომ მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბი“, ბიზნესრეიტინგს 1995 წლიდან  ატარებს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner