„შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ „ჯორჯიან თაიმსისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ ორგანიზებული, რიგით XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო საღამო და გალა ვახშამი გაიმართა.
წელს უკვე მეოცედ საქართველოს საუკეთესო კომპანიისა და ბიზნესმენის გამოსავლენად მედიაჰოლდინგი The Georgian Times -ის მიერ დამკვიდრებული ტრადიციული ბიზნეს რეიტინგი გამორჩეულად ჩატარდა. ტრადიციულად, რეიტინგების დათვლას საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრი “გორბი“ აწარმოებდა.
„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს ის მშვენიერი მანიფესტაციაა, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება მედიამ და ბიზნესმა იმეგობრონ. მე-20 წელია, რაც ბიზნესების შერჩევის საღამო ტარდება, რომელსაც „ჯორჯიან თაიმსი“ მასპინძლობს და ჩვენ რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ.
ბიზნესის შერჩევა რამდენიმე საფეხურით ხორციელდება:
ტრადიციულად მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით, ექსპერტების მიერ შერჩეული საუკეთესო კომპანიები დასახელდა.
XX ბიზნეს რეიტინგის საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, საუკეთესოთა შორის საუკეთესო კომპანია ღონისძიების მსვლელობისას, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. გამარჯვებული კომპანია და გრან პრის მფლობელი „ჯორჯიან პროდაქტსი“ გახდა.
შეგახსენებთ,რომ მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია „გორბი“, ბიზნესრეიტინგს 1995 წლიდან ატარებს.