logo_geo
eng_logo
პარტია „თეთრები“ განცხადებას ავრცელებს
- +

9 ივნისი. 2016. 14:54


პარტია „თეთრები" განცხადებას ავრცელებს და პარტიებს მიმართავს.


 

ვიბრძოლოთ პიროვნებათა და კანონშემოქმედთა პარლამენტისათვის. ასეთები და ამასთან პოლიტიკურად მოაზროვნენი პარტიებს გარეთ უფრო არიან, ვიდრე პარტიებში!

 

ჩვენ შეცდომად ვთვლით პარტიების მოწოდებას პარტიების გაერთიანების შესახებ. ჩვენ, ყველა პარტია რომ გავერთიანდეთ, ვინც გარეთ ვართ და მარტო ლიდერები შევიდეთ პარლამენტში, საქართველოს მოსახლეობასაც და ჩვენს ნამდვილ მეგობრებსაც უცხოეთში შეეშინდებათ ასეთი პარლამენტის, პარტიათა ისეთი გაერთიანების, რომელიც 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვით, ბიუჯეტიდან მიღებული ფულის განაწილებისათვის იქმნება. ასეთ ქვეყანაში არათუ საშიში იქნება ცხოვრება, არც ეღირება.

 

პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა ვიფიქროთ არა იმაზე, ჩვენ როგორ მოვხდეთ პარლამენტშ და მივიღოთ დაფინანსება პარტიისათვის, არამედ იმაზე, რომ დავსხდეთ მრგვალ მაგიდასთან და ვიფიქროთ, ვინც დღევანდელ რთულ და გადამწყვეტ მომენტშია საჭირო პარლამენტისთვის., იქნებ მინდია უგრეხელიძეა საჭირო პარლამენტისთვის, იქნებ ლადო ჭანტურია უფრო საჭიროა პარლამენტისთვის, ვიდრე ჩვენ, პარტიათა ლიდერები, თუნდაც თემურ შაშიაშვილი.

 

ასე ვაყენებთ ჩვენ საკითხს. ვიფიქროთ არა იმაზე, რომ საკუთარი სკამი გვქონდეს პარლამენტში, არამედ, რომ ძლიერები იყვნენ პარლამენტში. ასეთი თანამშრომლობის შესახებ მივმართავთ პარტიებს", - ნათქვამია „თეთრების" განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner